„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0