უვარგისი ხინკლის, ტოლმისა და ქაბაბის დამზადებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

© https://www.facebook.com/sagamodzieboსაგამოძიებო სამსახური
საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში დამზადებული კატლეტი, აფხაზურა, ხინკალი, ტოლმა, ბლინი და ქაბაბი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნახევარფაბრიკატების დამზადებისას სანიტარული ნორმების დარღვევის ფაქტზე ორი მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სანიტარული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისთვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების — კატლეტის, აფხაზურას, ხინკლის, ტოლმის, ბლინის, ფარშისა და ქაბაბის დამზადებას და შემდგომში მის რეალიზაციას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ფასანაური 2010“-ის დირექტორი იაგო ბიჩინაშვილი და ი/მ „თეონა ბუხრაძის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბუთხუზი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 197-ე და 198-ე მუხლებით, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0