თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა ერთი წელია, რაც სხვაგან დაიდო ბინა. Sputnik-ი გთავაზობთ ვიდეოკადრებს, რომელიც ახალ თავშესაფარშია გადაღებული.
თბილისში არსებული თამაზ თამაზაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი წყალდიდობის შედეგად მთლიანად განადგურდა.
2015 წლის 13 ივნისი თბილისისთვის ტრაგიკული თარიღია. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკის, „მზიურის“ პარკისა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი. მოიშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
უბედურების ერთ-ერთი ეპიცენტრი სვანიძის ქუჩის ქვედა ნაწილი გახდა, სადაც ერთ დროს ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი და კერძო სახლები იყო.
წყალდიდობამდე იქ 275 ძალღი ჰყავდათ, რომელთაგან ამ წყალდიდობას ბევრი ვერ გადაურჩა.