Sputnik StartUp Show: ვეძებთ გამომგონებლებს, რათა შევცვალოთ მომავალი

© photo: SputnikSputnik StartUp Show
Sputnik StartUp Show - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ისა და StartUp Show-ს ერთობლივი პროექტი 30 ქვეყანას მოიცავს, რომლის მიზანიც „სტარტაფების“ მოძიება და მხარდაჭერაა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ისა და StartUp Show-ს ერთობლივი პროექტი 30 ქვეყანას მოიცავს, რომლის მიზანიც „სტარტაფების“ მოძიება და მხარდაჭერაა.

პროექტის მიზანია ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიების მოძიება და მხარდაჭერა. გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა შოუში, რომელსაც ჩვენ Sputnik StartUp Show დავარქვით.

ეს არ არის ბიზნეს-გეგმებისა და მოსაწყენი ცხრილების პრეზენტაცია. თითოეულ სპიკერს საკუთარი ნამუშევრის წარსადგენად 10 წუთი ექნება. ამასთან, რომელი ქვეყნის Sputnik-ის სააგენტოშიც არ უნდა იყოთ, თქვენ ხმას ყველგან გაიგებენ!

თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და ასევე საკუთარი იდეები შესთავაზოთ რუს და უცხოელ ინვესტორებსა და მეწარმეებს, განიხილოთ ისინი გამომგონებლებთან, რომელთა შექმნილმა ნივთებმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

და, რაც მთავარია, ღონისძიების მონაწილეებსა და ინოვაციური გამოგონების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ 1-დან 5 მლნ რუსულ რუბლამდე შეაგროვონ კრაუდინვესტინგის პლატფორმის გზით და ცხოვრება უფრო გაილამაზონ.

Sputnik-ი 30-ზე მეტ ქვეყანაში ყოველთვიურად ონლაინ-მაუწყებლობის დახმარებით დემონსტრირებას გაუწევს იმას, რაც გსურთ, რომ გაუმხილოთ და აჩვენოთ მსოფლიოს.

Sputnik-ი ყოველთვიურად გამოაქვეყნებს საუკეთესო „სტარტაფებისა“ და პროექტების ტოპ-5-ს, ხოლო გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს Sputnik StartUp Show-ს მონაწილის სტატუსს.

23 ივნისს Sputnik StartUp Show-ს ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის მოდერატორიც THT MUSIC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ დვორკოვიჩი იქნება.

Sputnik StartUp Show მსოფლიოს თქვენს იდეებს გააცნობს.

StartUp Show-ში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის ფორმის შევსება შეუძლიათ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0