თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სისხლის დონოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 14 ივნისს აღინიშნება, სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმა.
საქართველოში სისხლის დონორთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 15 ივნისს გაიმართება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2005 წელს მიიღო გადაწყვეტილება სისხლის დონორების მსოფლიო დღე კარლ ლანდშტეინერის დაბადების დღეს აღენიშნა. ლანდშტეინერი ამერიკელი ექიმი, ქიმიკოსი და იმუნოლოგია, რომელსაც 1930 წელს ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ადამიანის სისხლის ჯგუფის აღმოჩენისთვის მიენიჭა.
ყოველწლიურად ღონისძიებები გარკვეული დევიზით ტარდება. 2015 წლის კომპნიის თემაა — "მადლობა ჩემი გადარჩენილი სიცოცხლისთვის".
დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ 62 ქვეყანაში ხდება ეროვნული მარაგის შევსება 100%-ით ნებაყოფილობითი, უანგარო დონორების მეშვეობით.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სისხლის საიმედო სარეზერვო მარაგი შეიძლება უზრუნვეყოფილი იყოს მხოლოდ რეგულარული, ნებაყოფლობითი და უანგარო სისხლის დონორობის საფუძველზე.