ამერიკელმა და ქართველმა სამხედროებმა ბეისბოლის მატჩი გამართეს

გამოწერა

თბილისში სამშვიდობო ოპერაციაში დაჭრილი ქართველი სამხედროებისადმი მიძღვნილი ბეისბოლის მატჩი გაიმართა. Sputnik-ის საშუალებით იხილეთ მატჩის კადრები.

თბილისში ქართველმა მებრძოლებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდთან ბეისბოლის მატჩი გამართეს.

თამაში იმ ქართველ სამხედროებს მიეძღვნა, რომლებიც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში სამსახურის დროს დაიჭრნენ.

როგორც თამაშის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, არ შეიძლება საზოგადოებამ დაივიწყოს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებისთვის იბრძოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0