თბილისის ზოოპარკმა, რომელიც ერთი წლის წინ წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა, 20 ახალი მაიმუნი მიიღო. Spuntik-ი ზოოპარკის ახალ ბინადრებს გაგაცნობთ.
თბილისის ზოოპარკი, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად მნიშვნელოვნად განადგურდა, ეტაპობრივად ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
თბილისის ზოოპარკში ბევრი ახალი ცხოველია, სულ ახლახან აქ ბინა 20-მა ჰამადრილმა დაიდო, რომელიც ზოოპარკს მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებმა გამოუგზავნეს.
წყალდიდობის დროს თბილისის ზოოპარკში არსებული ყველა მაიმუნი დაიღუპა, რადგან მათი ვოლიერები ტერიტორიის ქვედა ნაწილში მდებარეობდა და მთლიანად დახურული იყო.