თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ნუცუბიძის პლატოს ერთ-ერთი ქუჩა დღეიდან მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელობისა იქნება, რომელიც შარშან, 13 ივნისს თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობისას დაიღუპა, ნათქვამია შსს-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მემორიალური დაფა საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად კაცაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს.
მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა, რომელიც აღნიშნული სააგენტოს თანამშრომელი გახლდათ, დაღუპვამდე რვა ადამიანი იხსნა სიკვდილისგან.
გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო სამოქალქო პასუხისმგებლობისა და თავგანწირვისთვის მაშველი ზურაბ მუზაშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდა. ჯილდო მის მამას გადაეცა.