გუგული მაღრაძე: მოწევა ყველგან უნდა აიკრძალოს, გარდა სახლებისა და საპატიმროებისა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
სიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტის ინიციატორის წინადადებით, სიგარეტის მოწევა ყველა შენობაში უნდა აიკრძალოს, გარდა საცხობრებელი ბინებისა და საპატიმროებისა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძე გახლავთ, რომელიც სიგარეტის მოწევის აკრძალვას ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ასევე ყველა შენობაში მოითხოვს, გარდა საცხოვრებელი ბინებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა.

აკრძალვა მოწევაზე - Sputnik საქართველო
მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში ტურიზმზე არ აისახება

„აკრძალვა ეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებსა და ასე შემდეგ. ჩვენ ეს მოთხოვნები კანონში შეგვაქვს, მაგრამ ვადას 2018 წლის 1 იანვრამდე ვიძლევით, რათა მათ ან სპეციალური ადგილების გამოყოფა შეძლონ მოწევისთვის, ან მოწევის სრულად აკრძალვა“, — აცხადებს მაღრაძე.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარების ვიტრინებში, ვიტრაჟებზე, დახლებზე, თაროებსა და სხვა გამოსაჩენ ადგილებზე განთავსებას.

ცვლილებების თანახმად, საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი დაწესებულებიდან თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო პუნქტებამდე მანძილი 50 მეტრიდან ას მეტრამდე უნდა გაიზარდოს.

კანონპროექტი უკვე განთავსებულია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დღეისათვის საქართველოში სიგარეტის მოწევა აკრძალულია საჯარო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად, საქართველოში ყოველწლიურად 11 ათასი ადამიანი იღუპება, რაც დღეში 30 გარდაცვლილს უდრის.

ყველა ახალი ამბავი
0