სტიქიისას დაღუპულთა სახელზე თბილისში ათასობით სანთელი დაინთება

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისანთელი
სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია, ზოოპარკთან ჩატარდება, სანთლებიც იქვე დარიგდება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისელები 12 ათას სანთელს დაანთებენ ზოოპარკის სიახლოვეს, რითაც პატივს მიაგებენ შარშან, დამანგრეველი წყალდიდობისას დაღუპულთა ხსოვნას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა, უფასო სანთლის მიღება (გახსნილი გვექნება სპეციალური პუნქტები) და სპეციალური სქემით მათი განლაგება. ამაში ჩვენი კოორდინატორები დაეხმარებიან. ჩვენ ერთად გავაკეთებთ მდინარეს, რაც დღე ვანდელი დღის სიმმბოლოდ იქცევა“, — განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ირინე ეგაძემ.

აქცია 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0