თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 14 ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, მანჯგალაძის, წიკლაურის, ლიკანის, ჯანელიძის და სააკაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.