სვანიძის ქუჩა: ცხოვრება წყალდიდობის შემდეგ

© AP Photo / Shakh Aivazov13 ივნისი, 2015 წელი
13 ივნისი, 2015 წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ხორცკომბინატი, რომელიც სვანიძის ქუჩის ქვედა ნაწილში მდებარეობდა.

მიხეილ მამულაშილი ერთ-ერთი მათგანია, რომლის ოჯახმაც თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად საკუთარი ჭერი დაკარგა. სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებთა ყოველდღიურობა, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ კარდინალურად შეიცვალა.

მამულაშვილის სახლი წყლით  24:00 საათზე მთლიანად დაიფარა. ოჯახის ხუთივე წევრი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი, სასწაულით გადაურჩნენ სტიქიას.

დღეს ოჯახი მშობლიური ქუჩიდან ახლოს, თბილისის მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იმ დღის ტრაგედიის გახსენება მიხეილს უჭირს.

დროდადრო მიხეილი საკუთარი კარ-მიდამოს სანახავად სვანიძის ქუჩაზე მიდის. ამბობს, რომ არ სურს იმ ადგილის დავიწყება, სადაც დაბადებიდან ცხოვრობდა. ხოლო მისი ათი წლის შვილი კი დღემდე ვერ ახერხებს სვანიძის ქუჩაზე ფეხის დადგმას…

მამულაშვილების სახლი აღდგენას ექვემდებარება. როგორც მიხეილმა Sputnik-თან განაცხადა, შესაბამისი სამსახურები  სარემონტო სამუშაოებს სპეციალისტების დასკვნის მიღებისთანავე შეუდგებიან. საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას მხოლოდ ცხრა ოჯახი შეძლებს.

სვანიძის ქუჩაზე ისეთი სახლებიცაა, რომელთა აღებაც საჭირო გახდა. ამ ათი სახლის ადგილზე დღეს ცარიელი ადგილია. ის, რომ აქ ერთ დროს ცხოვრება ჩქეფდა, ალაგ-ალაგ შემორჩენილი საოჯახი ნივთები მეტყველებენ.

© Pavel Golovkin2015 წლის 13 ივნისი, წყალდიდობა თბილისში.
2015 წლის 13 ივნისი, წყალდიდობა თბილისში. - Sputnik საქართველო
2015 წლის 13 ივნისი, წყალდიდობა თბილისში.

ამ ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერიამ კომპენსაციითა და ახალი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილა.

სვანიძის ქუჩის ქვედა ნაწილში ერთ დროს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი იყო. წყალდიდობამდე იქ 275 ძალღი ჰყავდათ, რომელთაგან ბევრი ვერ გადაურჩა წყალდიდობას.
თავშესაფრის თანამშრომლებმა როგორც კი გაიგეს წყალდიდობის შესახებ, ოთხფეხა მეგობრების დასახმარებლად მომენტალურად გაეშურნენ. მათ შორის იყვნენ მარი და ქეთი, რომლებიც იმ დროს სახლში იმყოფებოდნენ. ადგილზე მისულებს გზა მაშველებმა გადაუღობეს, რადგანაც თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორია წყლით იფარებოდა, მაგრამ გოგონებმა მაინც მოახერხეს თავშესაფრამდე მიღწევა.

მათ 20 ძაღლის გადარჩენა შეძლეს.

მთლიანობაში წყალდიდობას 169 ძაღლი გადაურჩა, თუმცა, დათვები დაიღუპნენ.

მომხდარი ფაქტის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ თავშესაფრისთვის თბილისის გარეუბანში, კაიროს ქუჩაზე გამოყო ადგილი. თუმცა, ძველ ადგილზე დღემდე რჩება 50 ძაღლი, რომლებიც ახალ თავშესაფარში მაშინ დასახლდებიან, როდესაც მშენებლობა სრულად დასრულდება.

წყალდიდობამ  გაანადგურა ასევე ხორც-პროდუქტების კომპანია „ვაკე“, რომელიც სვანიძის ქუჩაზე 1961 წლიდან ფუნქციონირებდა.

© Pavel Golovkin2015 წლის 13 ივნისის, წყალდიდობა თბილისში
2015 წლის 13 ივნისის, წყალდიდობა თბილისში - Sputnik საქართველო
2015 წლის 13 ივნისის, წყალდიდობა თბილისში

გიორგი მეზურმიშვილი, რომელიც კომბინატში 15 წელია მუშაობდა, იხსენებს, რომ საწარმოს თანამშრომლები უბედურებას კომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გადაურჩნენ. იმ დღეს პროდუქტების აღწერა იყო დაგეგმილი, რომელიც დიდ დროს მოითხოვდა, თუმცა, საწარმოს დირექტორმა თანამშრომლები სახლში გაუშვა და საქმის მოერე დღეს გაგრძელება შესთავაზა.

დღეს კომბინატის ადგილზე მხოლოდ შიშველი კედლებია დარჩენილი. ძვირადღირებული დანადგარები და აღჭურვილობა ტალახმა და შლამმა გააფუჭა.

ხორცკომბინატი დროებით ლილოში მუშაობს, ქალაქის მერია ახალ შენობას გლდანში აშენებს.

ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

რაც შეეხება სვანიძის ქუჩას, ის სტიქიის ლამის ეპიცენტრი გახდა. განსაკუთრებით დაზარალდა სვანიძის ქუჩის ქვედა ნაწილი, რომელიც მთლიანად  წყლით დაიფარა.

ყველა ახალი ამბავი
0