თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოში მებაჟეებმა სატვირთო მანქანიდან 178 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ავტომანქანა ირანიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით ჰოლანდიისკენ მიემართებოდა.
ჰეროინის მსხვილი პარტიის ამოღების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, მაგრამ საქმის სხვა დეტალები არ გაუხმაურებია. საქმე უკვე გადაეცა შსს-ს.