ბოტების თაობა - „მზიურის“ თაობა

© NINI RAZMADZE"მზიურის" დასასუფთავებლად ახალგაზრდების მაქსიმალური მობილიზება მოხდა.
მზიურის დასასუფთავებლად ახალგაზრდების მაქსიმალური  მობილიზება მოხდა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირგვლივ ტალახის უდიდესი მასა, ხეებით ჩახერგილი ადგილები... ისეთი სურათი დაგხვდა, სიტყვითაც ვერ გადმოგცემთ. თითქმის ყველაფერი ერთმანეთში აზელილი იყო. პარკში უამრავი ხალხი ირეოდა, ვერეს ჩამოტანილი მთელი ნარჩენები „მზიურში“ იყო მოგროვებული.

ნინი რაზმაძე  

დღეს 13 ივნისია, ერთი წელი იმ ტრაგედიიდან… ყველა განცდა და ემოცია თითქოს თავიდან განმიახლდა — გარინდებული ქალაქი, დაფეთებული თვალები, სასოწარკვეთილი ხმა, ტალახიანი და ჩახერგილი ზოოპარკი, სვანიძის ქუჩა, „მზიური“… შემდეგ იყო ახალგაზრდების ერთსულოვნება, გვერდში დგომა, ნიჩბები, პირბადეები… ტრაგედიის შედეგად გაერთიანებული ახალგაზრდობა, ქალაქი, ქვეყანა…

ელენე 22 წლის სტუდენტია, ერთ-ერთი იმ ათასიდან, რომელიც „მზიურის“ ტერიტორიის დასუფთავებაში იყო ჩართული. ალბათ, თბილისს არასდროს დაავიწყდება ბოტებით და პირბადეებით შენიღბული გოგო-ბიჭები, რომლებიც მაშველებთან ერთად ცდილობდნენ დაკარგული ადამინების დროულად მოძებნას.

- როგორ გაიხსენებთ 13 ივნისს?

— ეს ჩემთვის სულისშემძვრელი ტრაგედია იყო. მსგავსი განცდა, ალბათ არც არასდროს მქონია. როცა ვუყურებდი ადიდებულ მდინარეს თუ როგორ მიჰქონდა ხეები, სახლები, მანქანები, ცხოველები, უსუსურობის განცდა მქონდა. ამ პერიოდის განმავლობაში შემოვლით გზაზე როდესაც კი გამივლია, გონებაში ყოველთვის მიტივტივდება ის საშინელი დღე…

როდესაც ამ სტიქიის შესახებ გავიგეთ, მე და ჩემი მეგობრები სახლში ვერ გავჩერდით და ისევე როგორც ყველა, ჩვენც გადავწყვიტეთ რაღაც გაგვეკეთებინა. პირველ დღეს სვანიძის ქუჩაზე მივედით დასახმარებლად, მაგრამ იქ იმდენი ხალხი მოვიდა, მივხვდით, რომ სხვა ადგილზე უფრო ვიქნებოდით საჭირო, ამიტომ „მზიურში“  წავედით.

- რა სიტუაცია დაგხვდათ „მზიურში“?

— საშინელი. ირგვლივ ტალახის უდიდესი მასა, ხეებით ჩახერგილი ადგილები… ისეთი სურათი დაგხვდა, სიტყვითაც ვერ გადმოგცემთ. თითქმის ყველაფერი ერთმანეთში აზელილი იყო, ნაომარს ჰგავდა თითქოს იქაურობა. პარკში უამრავი ხალხი ირეოდა, ვერეს ჩამოტანილი მთელი ნარჩენები „მზიურში“ იყო მოგროვებული.

© NINI RAZMADZE2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ასე გამოიყურებოდა "მზიურის" პარკი.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ასე გამოიყურებოდა მზიურის პარკი. - Sputnik საქართველო
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ასე გამოიყურებოდა "მზიურის" პარკი.

- მოხალისეები როგორ შეიკრიბეთ?

— შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევდა მოხალისეებს. ჩვენმა ერთობამ კარგი შედეგი გამოიღო, მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად ვმუშაობდით.  გოგოს და ბიჭს ვერ გაარჩევდი, ყველა ერთანირად მუშაობდა, ვცდილობდით რაც შეიძლება მალე გაგვესუფთავებინა „მზიური“ ნარჩენებისგან, რადაგან სამწუხაროდ, დაკარგული ადამიანების გადარჩენის შანსი მცირდებოდა. თუმცა, ყოველთვის იყო იმედი… „მზიურში“ იმ დღეებში უამრავი ნაცნობი სახე ირეოდა. როცა ხედავ, რომ შენს გარდა იქ შენი ნაცნობები, მეგობრები და უბრალოდ უცნობი ადამიანები ერთად დგანან და რაღაც მიზნისთვის ერთიანდებიან, ეს ძალინ კარგია. „მზიურში“ ისეთი სითბო, თანაგრძნობა იყო, ისე ზრუნავდა ყველა ერთმანეთზე, ვერც კი წარმოიდგენთ.

- საზოგადოების მხრიდან რა დამოკიდებულება იყო?

— დილით სახლიდან გასული „მზიურისკენ“ რომ მივდიოდი და ბავშვები ბოტებში და პირბადეებში მხვდებოდნენ, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო… ქუჩაში ხალხი მადლობას გვიხდიდა. „მზიურში“ მოსახლობას თავისი სურვილით მოჰქონდა საჭმელი, წყალი, პირბადეები….. როცა მაშინდელ დღეებზე ვფიქრობ, მახსენდება ის ერთიანობა და ადამიანების დახმარების უდიდესი სურვილი, რომელიც მაშინ ყველას გვაერთიანებდა. ეს ისეთი ერთობა იყო, რომელიც აქამდე არსად მინახავს და არ განმიცდია. ჩემი დიდი სურვილი იქნება ყველა საქმეს ასეთი შემართებით და ერთიანობით ვაკეთებდეთ. როგორ შეიძლება ეს დღეები გენატრებოდეს, მაგრამ იქ განცდილი ერთობა და სულისკვეთება ნამდვილად მენატრება.

© NINI RAZMADZEიმ დღეებში ახალგაზრდების ერთსულოვნება განსაკუთრებით იგრძნობოდა.
იმ დღეებში ახალგაზრდების ერთსულოვნება განსაკუთრებით იგრძნობოდა. - Sputnik საქართველო
იმ დღეებში ახალგაზრდების ერთსულოვნება განსაკუთრებით იგრძნობოდა.

- საქმე როგორ გქონდათ გადანაწილებული?

— არავის უთქვამს მოდი, შენ ეს ადგლი დაასუფთვე ან წყალი მოიტანეო.  უბრალოდ, ვინ სად ვიყავით საჭირო იმის მიხედვით ვნაწილდებოდით. ზოგი ალაგებდა, ზოგს წყალი და საჭმელი მოჰქონდა. სპეციალურად შექმნილ ჯგუფში მუდმივად აღრიცხავდნენ და იცოდნენ, რომელ ლოკაციაზე რა იყო საჭირო. ადგილები იყო გადანაწილებული მედპუნქტისთვის და საკვებისთვის.

- „მზიური“ საშიშროების გამო რამდენჯერმე დაიცალა…

— კი, გამოცხადდა რომ წვიმა იწყებოდა და უსაფრთხოების მიზნით უნდა დაგვეტოვებინა ადგილი. მართლაც გაწვიმდა,  მაგრამ არა ძლიერად. არავის უნდოდა „მზიურის“ დატოვება, მეორე დღესვე ისევ შევუდექით ჩვენს საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ  „მზიურში“ მუშაობა სხვადასხვა ინფექციის გავრცელების გამო საშიში იყო, არავის დაუტოვებია იქაურობა. მინახავს როგორ მუშაობდნენ დაზინებული ხელით და ფეხით ბავშვები. ვფიქრობ, ჩემმა თაობამ საზოგადოებას კარგად დაანახა თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით.

© NINI RAZMADZE 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ასე გამოიყურებოდა "მზიურის" პარკი.
 2015 წლის 13 ივნისის  სტიქიის შემდეგ ასე გამოიყურებოდა  მზიურის პარკი.  - Sputnik საქართველო
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ასე გამოიყურებოდა "მზიურის" პარკი.

- დღევანდელ „მზიურზე“ რას იტყვი…

— დღევანდელი „მზიური“ განახლების პირასაა, მაგრამ ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. როდესაც „მზიურში“ ჩავდივარ, მიხარია ამდენ ხალხს რომ ვხედავ — ისვენებენ, სერინობენ, ბავშვები თამაშობენ… როდესაც ამ ყელაფერს ვუყურებ და მახსენდება შარშანდელი „მზიური“, ვხვდები რომ ა ყველაფერში იოტისოდენა წვლილი ჩვენც გვაქვს შეტანილი.  რა არის ჩემთვის „მზიური“?  ეს ის პარკია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, აქ თაობები გავიზარდეთ და მნიშვნელოვანია მისი განახლება.

ყველა ახალი ამბავი
0