თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საჩხერეში რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფელ სპეთში მდინარე ადიდდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები და სავარგულები დატბორა. გარდა ამისა, წყალმა სოფლამდე მისასვლელი გზა წაიღო.
სოფლის 30-დე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს.