მამაკაცმა, რომელმაც შანხაის აეროპორტში აფეთქება განახორციელა, თვითმკვლელობა სცადა

© AFP 2024 / JOHANNES EISELEშანხაის აეროპორტი
შანხაის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქების შემდეგ მამაკაცმა, რომელმაც აეროპორტში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანა, დანით ყელის არეში ჭრილობა მიიყენა.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik.  მამაკაცს, რომელმაც  შანხაის „პუდუნის“ საერთაშორისო აეროპორტში მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სურდა, ნათქვამია სოციალურ ქსელ Weibo-ზე ქალაქის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

შანხაი - Sputnik საქართველო
შაინხაის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქების ხმა გაისმა

აფეთქება „პუდუნის“ საერთაშორისო აეროპორტში  ადგილობრივი დროით 14:42 საათზე მოხდა. როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოვიდა, მამაკაცმა დანით ყელის არეში ჭრილობა მიიყენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის შანხაის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. 

 

აფეთქების შედეგად შუშის ბოთლის ნამსხვრევებისგან ოთხი ადამიანი დაზარალდა, რომელთაგან ერთ- ფილიპინების მოქალაქეა, ხოლო დანარჩენები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან არიან. ამ ეტაპზე პოლიცია საქმის გამოძიებას აწარმოებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0