თბილისი, 12 ივნისი— Sputnik. ორლანდოს ერთ-ერთ კლუბში სროლის შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსმა ჯონ მინამ პრესკონფერენციაზე.
თავდასხმა კვირას მოხდა: შეიარაღებული ადამიანი კლუბში შევარდა, კლუბის რამდენიმე წევრი დაჭრა და მძევალი აიყვანა. მოგვიანებით თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა.
„კლუბიდან 42 ადამიანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო დაახლოებით 20 ადამიანი კი დაიღუპა“, — განაცხადა მინამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ოლქის პოლიციის უფროსმა ჯერი დემინგმა კლუბში მომხდარ ფაქტს „ადგილობრივი ტერორიზმის“ კვალიფიკაცია მიანიჭა.
„ეს საქმის გამოძიება ადგილობრივი ტერორიზმის ჭრილში მოხდება“, — აღნიშნა მან.
აშშ-ში „ადგილობრივ ტერორიზმს“ მასობრივი მკვლელობების შემთხვევებს უწოდებენ, რომელსაც საერთაშორისო ტერორიზმთან შეიზლება კავშირი არ ჰქონდეს.
პოლიციის მონაცემებით, ინციდენტის შედეგად 42 ადამიანი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოში მოათავსეს. დაჭრილთა შორის ერთი პოლიციელია. თავდამსხმელი ავტომატური შაშხანითა და პისტოლეტით იყო შეიარაღებული.