ყვარლის რაიონში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZმიწისძვრის მაგნიტუდა
მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ყვარლიდან 7 კილომეტრში, სოფელ სანავარდოში დაფიქსირდა.

თბილისი,  12 ივნისი  — Sputnik. ყვარლის რაიონში  3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია ილიას უნივერსიტეტთან არსებული სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 12 ივნისს, 00:52 საათზე ქალაქ ყვარლიდან 7 კილომეტრში სოფელ სანავარდოში დაფიქსირდა. 

მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0