თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მილანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ცხრა ადამიანი კი სხვეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულთა შორის ერთი ორსული ქალი და ოთხი ბავშვია, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Ansa-ზე დაყრდნობით.
მილანის სამხრეთით ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ინციდენტი დილით, ადგილობრივი დროით 08:45 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად შნობის ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
აფეთქების მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.