მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოტრასა
ავტოტრასა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით, 13 ივნისის დილის 08:00 სთ- დან 19:00 სთ-მდე ამ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე  შეზღუდვა დაწესდა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ81-კმ85 (მლეთა-სეთურები) მონაკვეთზე დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით,   მიმდინარე წლის 13 ივნისის დილის 08:00 სთ- დან საღამოს 19:00 სთ-მდე გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი  სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


ყველა ახალი ამბავი
0