ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ორი დელფინი დაიბადა

გამოწერა
ახალშობილი დელფინებისა და მათი დედების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დელფინარიუმის ადმინისტრაციამ შოუს პროგრამა შეამცირა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ბათუმის დელფინარიუმში კვლავ მატებაა — ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქ სამი დელფინი დაიბადა, ნათქვამია დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დელფინარიუმის ადმინისტრაცია ამ ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს. დელფინმა „მონიკამ“ 7 ივნისს, შოუ-პროგრამის მსვლელობისას დაბადა პატარა დელფინი.

„მონიკა“ სადემონსტრაციო აუზში იყო მოთავსებული და წარმოდგენაში მონაწილეობას არ ღებულობდა მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში დელფინებს შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ. „მონიკამ“ მეორეჯერ გახდა  დედა — პირველ შვილს „ნინია“ დაარქვეს. 

ბათუმის დელფინარიუმში შოუს მსვლელობისას  პატარა დელფინი დაიბადა - Sputnik საქართველო
ბათუმის დელფინარიუმში შოუს მსვლელობისას პატარა დელფინი დაიბადა

დელფინი „ბელუჩი“ კი დედა 10 ივნისს, ხოლო „ცუცა“ 11 ივნისს გახდა. პატარა დელფინების სქესი ჯერჯერობით უცნობია.

ახალშობილი დელფინებისა და მათი დედების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დელფინარიუმის ადმინისტრაციამ შოუს პროგრამა შეამცირა. გარდა ამისა, გარკვეული დროით აიკრძალა დელფინებთან ერთად ცურვა. 

ბათუმის დელფინარიუმში უკვე ექვსი დელფინი დაიბადა, რაც სპეციალისტების აზრით იმის დადასტურებაა, რომ ბათუმის დელფინარიუმის ბინადრებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი. ცნობისთვის, მოსალოდნელია სელაპების მატებაც. დელფინარიუმის გახსნიდან ამ დრომდე აქ ხუთი სელაპი დაიბადა: „გუდუნა“, „გიგუნა“, „სოსო“, „პელე“ და „ჯონი“.

დედა დელფინი  პატარას გარემოსთან ადაპტაციას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის და წყლის ზედაპირზე ამოჰყავს, რის შემდეგ  ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად იწყებს ცურვას. 

ახალშობილი დელფინები რძით იკვებებიან და დედა მათ რძით ერთი წლის განმავლობაში კვებავს.

დელფინი „აფალინა“ — ყველაზე დიდი დელფინია შავ ზღვაში, რომლის სიგრძეც 3.3 მეტრს (ჩვეულებრივ დელფინების სიგრძე 1,9-2,5 მეტრია) აღწევს. 

„აფალინა“ წითელ წიგნშია შესული.


ყველა ახალი ამბავი
0