ამერიკელმა ცხენოსანმა კოვბოიმ ველოსიპედის გამტაცებელი შეიპყრო

© flickr.comკოვბოი
კოვბოი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღაზიიდან გამოსულმა კოვბოიმ ქალის ყვირილი გაიგონა, ცხენს მოახტა, გამტაცებელს დაეწია და ლასო გადააცვა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ამერიკელმა ფერმერმა ორეგონში ველოსიპედის ქურდი ლასოს მეშვეობით შეიპყრო, გათოკა და მერე პოლიცია გამოიძახა, იუწყება ტელეკომპანია NBC.

ინციდენტი მაღაზია „Walmart-თან“ მოხდა ქალაქ იგლ-ფოინთში. 28 წლის ფერმერმა რობერტ ბორბამ, რომელიც მაღაზიაში საყიდლებზე იყო შესული,  ქალის ყვირილი გაიგონა, რომ ვიღაც ველოსიპედს პარავდა. ბორბამ ტრაილერიდან ცხენი გადმოიყვანა, გამტაცებელს წამოეწია და ლასო გადააცვა.

„კოვბოი ვარ და დღეს ამან მიშველა. [გამტაცებელს] ფეხებზე ლასო ისე შემოვახვიე, როგორც ამას ძროხებს ვუკეთებ“, — თქვა ბორბამ და დაამატა, რომ უცხენოდ ქურდს ვერ დაეწეოდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, კოვბოიმ ისე მოხერხებულად გათოკა ქურდი, რომ როდეოს თანამშრომელი ეგონა.

თვითმხილველის მოსაზრება რეალობისგან შორს არ გამოდგა. როგორც გაირკვა, რობერტ ბორბა როდეოში ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ყოფილა.

ყველა ახალი ამბავი
0