თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის, რომელსაც მედიის ინფორმაციით, გულის უკმარისობა სტრესის ფონზე დაემართა, ოპერაციას, სავარაუდოდ, 14 ივნისს გაუკეთებენ, განაცხადა ექს-პრემიერის მკურნალმა ექიმმა ალბერტო ძანგრილომ.
„ბერლუსკონი მშვიდადაა. ოპერაცია, სავარაუდოდ 14 ივნისს, სამშაბათს ჩაუტარდება“, — ციტირებს ძანგრილოს სააგენტო ANSA.
ექიმის განმარტებით, პაციენტის რეაბილიტაციას ოპერაციის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.