ჯანი ბუკიკიო: ეს ბრძნული და კარგი კონსენსუსია

© FB/იუსტიციის სამინისტროვენეციის კომისიის პლენარული სხდომა
ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციის კომისიის თავმჯდომარის თქმით, მოსალოცია კონსენსუსი, რომელიც შედგა პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ვენეციის კომისია საქართველოს საკონასტიტუციო სასამართლოს კანონთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება, რის შესახებაც ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე ითქვა.

პლენარულ სხდომაში ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ იუსტიციის მინისტრი თაე წულუკიანი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოზაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი გამოსვლა სხდომაზე „შეეხო იმ პოზიტივს“, რომელიც საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს გასაჯანსაღებლად შემოიტანა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ დაძლია

„ასევე გავამახვილე ყურადღება პრეზიდენტის მიერ სამ შემოთავაზებაზე და იმაზე, რომ პარლამენტმა გადაწყვიტა არ დაეძლია ეს ვეტო და მთლიანად გაეზიარებინა პრეზიდენტის პოზიციები“, — განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო კმაყოფილი დარჩა მიღწეული კონსენსუსით.

„ბატობი ჯანი ბუკუკიოს თქმით, მოსალოცია ასეთი კონსენსუსი, რომელიც შედგა პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის“, — აღნიშნა მან.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, რომელიც ასევე ესწრებოდა ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, დარწმუნებულია, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო, ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის შეფერხების პრევენციას შემდგომში.

„ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ამ პროცესს უწოდა „ბრძნული და კარგი კომპრომისი და მიესალმა პროცესის ამგვარ განვითარებას“, — განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, საერთო ჯამში, ვენეციის კომისიის პლენარულმა სხდომამ დასკვნა დაამტკიცა და არსებით დასკვნაში შეიტანა ის ცვლილება, რომელიც ამ პროცესის აღწერას ეხება.

შეგახსენებთ: შეგახსენებთ: ვენეციის კომისიამ, რომელმაც შეისწავლა პარლამენტის მიერ მაისის შუა რიცხვებში მიღებული ცვლილებები, კრიტიკული დასკვნა დადო, რომელიც 30 მაისს გადმოუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიის დასკვნას მკვეთრად უარყოფითი უწოდეს და პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს.

გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა არ დაძლია. პირიქით, საკანონმდებლო ორგანომ გაითვალისწინა პრეზიდენტის შეთავაზებები.

ყველა ახალი ამბავი
0