დავით უსუფაშვილი: გერმანიაში ვიზიტი დატვირთული, საქმიანი და დროული იყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა და შედეგები შეაჯამა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ვიზიტი „გერმანული გამოდგა“, ანუ დატვირთული, საქმიანი და კონკრეტული, რის თაობაზეც მას წინასწარ აფრთხილებდა ბუნდესტაგის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ბოლო დღეს საქსონია-ანჰალტის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ  შეხვედრაზე  საუბარი ქართველი კრიმინალების თემასაც შეეხო.

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილსა და მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

შეგახსენებთ: ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გადადების ერთ-ერთ ვერსიად ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში ქართველი კრიმინალების დანაშაულებრივი საქმიანობა განიხილება.

„ვკითხე, სმენიათ თუ არა ქართველ კრიმინალებზე. ხალხი გადაირია, ეს ამბავი ჩვენ გავიგეთ გაზეთებიდან გუშინ და გუშინწინო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თავისთავად, ეს თემა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ხელოვნურად იქნა წამოწეული“, — ციტირებს პარლამენტის პრესსამსახური უსუფაშვილის სიტყვებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ქართულმა მხარემ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერებისგან მიიღო მკაფიო პასუხი, რომ „ეს არ და ვერ იქნება ვიზალიბერალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორი“.

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გერმანიაში ყველა პოლიტიკურ წრესთან შეხვედრებზე მათი მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია მეტყველებს შემდეგზე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა ხელოვნურია.

დავით უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის გერმანიაში საქმიანი ვიზიტი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სატელეფონო საუბარი კანცლერ ანგელა მერკელთან „უკიდურესად სასარგებლო“ იყო.

ყველა ახალი ამბავი
0