პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაიწუნა

გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პარლამენტი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს საქმიანობის ბლოკირებაში დაადანაშაულა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ დაძლია

პარლამენტის კენჭისყრაზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი – ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა. ვერც ერთმა მათგანმა საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში… პარლამენტმა ვერ გაბედა მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის. ფაქტობრივად, ამით პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება. დღეს საქართველოს პარლამენტი, უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა ერთად დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში“, — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

ყველაზე მეტი ხმა ანა დოლიძემ მოაგროვა, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. მას 150–დან 35–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ლალიაშვილის კანდიდატურას 27 დეპუტატი დაეთანხმა, ხოლო თოდუას — მხოლოდ 22.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0