უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმაში საქართველოს მოქალაქეებს სდებენ ბრალს

© photo: Sputnik / Tutov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეჭვმიტანილები ერთ დღეში დააკავეს, რისთვისაც იგორ ლაპინმა პოლიციას მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატზე იგორ ლაპინზე ყაჩაღურ თავდასხმაში ედებათ ბრალი, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინციდენტი ქალაქ ლუცკში მოხდა 9 ივნისს. ბოროტმოქმედებმა დეპუტატს იარაღის მუქარით საფულე გასტაცეს. იარაღი ლაპინმაც გამოიყენა და შვიდჯერ ესროლა თავდამსხმელებს, თუმცა უშედეგოდ — არავინ დაშავებულა. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან Volkswagen Passat B5–ით მიიმალნენ.

„პოლიციელებმა ოპერატიულად იმუშავეს და ერთ დღეში დააკავეს ჩემზე თავდამსხმელები. ძალიან მადლობელი ვარ პოლიციისა პროფესიონალიზმისა და ოპერატიულობისთვის“, — ციტირებს უწყების პრეს-სამსახური ლაპინის სიტყვებს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ბანდიტიზმისა და ყაჩაღობის მუხლით, რაც, უკრაინის კანონმდებლობით, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0