ეროვნული ბანკი ვალუტას იძენს, მაგრამ ლარი კვლავ მყარდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა ორი დღის განმავლობაში თითქმის 65 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, თუმცა ლარის კურსის ზრდა კვლავ გრძელდება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ხუთშაბათის  მდგომარეობით, სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკნა 23,35 მლნ აშშ დოლარი შეიძინა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1287 GEL/$1 შეადგინა. 

წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა, მარტის თვის დასაწყისიდან შეჩერდა და ლარმა გამყარება დაიწყო.  აღნიშნულ პერიოდში აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 15%-ით გამყარდა.  ეროვნული ბანკი ცდილობს შეინარჩუნოს ლარის გამყარების კურსი და პერიოდულად აუქციონებზე ვალუტას ყიდულობს. მარტი-ივნისის პერიოდში 11 აუქციონზე სებ-მა 298 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, თუმცა, ლარის კურსი გამყარებას კვლავ განაგრძობს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 ივნისისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლათან მიმართებით 2,1272 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით ლარის კურსი დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაიზარდა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0