პრემიერ-მინისტრი თელ-ავივში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

© photo: Sputnik / I. Nosov / გადასვლა მედიაბანკშითელ-ავივი
თელ-ავივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს — ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ უსასტიკეს დანაშაულს და ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

ოთხშაბათს საღამოს ორმა ადამიანმა თელ-ავივის მოდური ღირსშესანიშნაობის, გადახურული ბაზრის, „სარონას“ მახლობლად სროლა ატეხა. ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

„შეძრწუნებული ვარ ისრაელში, თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ისრაელის მთავრობას და ხალხს. უკიდურესად შემაშფოთებელია ტერორიზმის საფრთხე, რომელიც ბოლო დროს მძვინვარებს მსოფლიოში. სრულიად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან ამ უდიდეს ბოროტებას. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს — ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ უსასტიკეს დანაშაულს და ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით“, — ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0