ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე იზეიმეს

© FB/ Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ წელს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი აღნიშნა.

თბილისი, 9 ივნისის— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. 

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი 26 მაისს აღნიშნა.

„ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ, ევროკავშირისა და ნატოს დედაქალაქში და ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს თქვენთან ერთად ვზეიმობდე… მე ვეკუთვნი იმ კულტურას და ხალხს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ინდივიდუალურ არჩევანს და პატივს სცემს სხვა ხალხების ინდივიდუალურ არჩევანსაც“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა

ოფიციალურ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ.

საქართველოს პრეზიდენტი 6-9 ივნისს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შეხვედრები გამართა.

ბელგიის დედაქალაქში მარგველაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

მარგველაშვილი სტრასბურგში ყოფნისას ევროპარლამენტის უცხოეთთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0