„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 9  ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, კალისტრატე ქუთათელაძის, გაბაშვილის, ჩახავას, კანდელაკის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის, დავით ყიფიანის, ფოთის, ცაბაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ტრაქტორის, დავით ჭიჭინაძის, ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის, ხრესილის, ზედაზენის, რიონჰესის, მექანიზაციის და ჯავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და ვარკეთილის III მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ორხევის შესახვევის, იუმაშევის, ახვლედიანის, მუხაძის და თენგიზ ჩანტლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0