ავადმყოფად შერაცხული „უიმედო“ გოგონა, რომელმაც მსოფლიოს ლეგენდები აჩუქა

© FL/ Pôle Cultureჯილიან ლინი — "უიმედო" გოგონა, რომელიც მსოფლიო ლეგენდად იქცა
ჯილიან ლინი — უიმედო გოგონა, რომელიც მსოფლიო ლეგენდად იქცა - Sputnik საქართველო
გამოწერა

ახლანდელი გადასახედიდან ჩვეულებრივი ბავშვი იყო. დღეს მისი წრიალი გაკვეთილებზე არავის გაუკვირდებოდა, დიდი-დიდი, შენიშვნა მიეღო პედაგოგისგან, ან, უკიდურეს შემთხვევაში, დირექტორის კაბინეტში ამოეყო თავი საყვედურისა და დარიგების მოსასმენად.

მაშინ კი…

მაშინ სკოლაში იმდენად წყალწაღებულად მიაჩნდათ, რომ მშობლებს წერილიც კი გაუგზავნეს, თქვენს გოგონას სწავლაში პრობლემები აქვს, ყურადღების კონცენტრირება უჭირს, გამუდმებით მოუსვენრობს, ყველას ხელს უშლის, საშინაო დავალებებს არ ასრულებს, დროულად არ აბარებს, გაკვეთილების მომზადებას ვერასდროს ვერ ასწრებს, მოკლედ, სრულიად უიმედოა, ამისგან არაფერი გამოვაო.

© FL/ Quadratestadt Mannheimჯილიან ლინი ჯორჯ ბალანჩინის "იმპერიალში"
ჯილიან ლინი ჯორჯ ბალანჩინის იმპერიალში - Sputnik საქართველო
ჯილიან ლინი ჯორჯ ბალანჩინის "იმპერიალში"

ახლა ამას ყურადღების დეფიციტს დაარქმევდნენ, მაგრამ მაშინ, გასული საუკუნის 30–იან წლებში ასეთი დიაგნოზი ჯერ კიდევ არ სმენოდა არავის. ამიტომ გოგონა ავადმყოფად მიიჩნიეს და ექიმთან წაიყვანეს.

იქ სავარძელში ჩასვეს და სანამ პროფესორი დედა–შვილს სასკოლო პრობლემებზე ესაუბრებოდა, მთელი 20 წუთის განმავლობაში ფეხებქვეშ ხელებამოწყობილი იჯდა. ბოლოს, როგორც იქნა, ექიმმა უთხრა, ახლა მინდა, დედას ცალკე, პირისპირ დაველაპარაკო, ჩვენ გავალთ, შენ კი აქ, კაბინეტში დამელოდეო. ოთახიდან გასვლის წინ კი რადიო ჩართო.

როგორც კი უფროსები გარეთ დაიგულა, გოგონა წამოხტა და მუსიკის ტაქტში დაიწყო მოძრაობა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მალულად ადევნებდნენ თვალს. ექიმი კი დედას მიუბრუნდა და უთხრა: თქვენი შვილი ავადმყოფი კი არა, მოცეკვავეა, ცეკვის სკოლაში მიიყვანეთო.

© FL/ Showck Experienceმიუზიკლ "ოპერის მოჩვენების" 25-ე წლისთავი ბროდვეის თეატრში
მიუზიკლ ოპერის მოჩვენების 25-ე წლისთავი ბროდვეის თეატრში - Sputnik საქართველო
მიუზიკლ "ოპერის მოჩვენების" 25-ე წლისთავი ბროდვეის თეატრში

კიდევ კარგი, რომ დედამ ყურად იღო ექიმის რჩევა.

მერე გოგონა სამეფო ბალეტის სკოლაში აიყვანეს.

მერე სოლისტი გახდა.

მერე ცეკვის საკუთარი კომპანია დააარსა.

მერე ენდრიუ ვებერი გაიცნო და მასთან ერთად ქორეოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მიუზიკლები, ლეგენდარული „კატები“ (Cats) და „ოპერის მოჩვენება“ (The Рhantom of the Opera) დადგა, რომელთაგან პირველმა 1.4 მლრდ ფუნტი სტერლინგი, ხოლო მეორემ 6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა.

ეს თანამედროვეობის ყველაზე გამოჩენილი ქორეოგრაფის, ცეკვის ექსპერიმენტატორის, მსახიობისა და რეჟისორის ჯილიან ლინის ისტორიაა, იმ „უიმედო“ გოგონასი, რომელიც ლამის ავადმყოფად შერაცხეს სკოლაში.

ყველა ახალი ამბავი
0