ზუგდიდში დევნილებისთვის 4 ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო

გამოწერა
ამჟამად ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი სახლის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ოთხი 12- სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას  288  დევნილი  ოჯახი  მიიღებს, ამის  შესახებ დევნილთა და  განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მხარის გუბერნატორთან ერთად კორპუსების სამშენებლო პროცესის დათვალიერების  შემდეგ  გააკეთა განცხადება.

„ოთხი ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო და მომავალ წელს უკვე შესახლდებიან დევნილები, ძველი ორი კორპუსი რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობის  მე-10 სართულზეა,  ძალიან მალე დამთვრდება. დაპირებისამებრ ვაგრძელებთ მშენებლობას და პარალელურად ხდება შესახლება. თავიდან გვქონდა 34 კორპუსზე გათვლა, თუმცა 20-მდე დავიყვანეთ, რადგან ქალაქგეგმარებამ მოითხოვა შემცირება. “ — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა

ზუგდიდში ვიზიტისას, სოზარ სუბარმა დემურიას ქუჩაზე არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულა. ამ ქუჩაზე არსებული ობიექტის რეაბილიტაციის  შედეგად, საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 47 დევნლი ოჯახი გახდება.

4 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ განახორციელებს. 

სოფო კაკაჩია


ყველა ახალი ამბავი
0