თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქემ მამუკა ყაველაშვილმა თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) პოპულარულ ქართველ მომღერალს სოფო ნიჟარაძეს სახეში მუშტი ჩაარტყა.
მუსიკალური პროექტის X-Factor-ის მორიგი კონცერტის დასრულების შემდეგ, რომლის ჟიურის წევრია ნიჟარაძე, 32 წლის მამაკაცი სცენაზე ავიდა და მომღერალს დაარტყა, იუწყება ქართული მასმედია.
ადგილზე მოვიდნენ შს სამინისტროსა და სასაწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. დაუზუსტებელი მონაცემებით, მომღერალი იცნობდა მამაკაცს, რომელიც მას თავს დაესხა და მათ ადრეც უთანხმოება ჰქონდათ. თვითონ ნიჟარაძემ არანაირი კომენტარი არ გააკეთა.
საქართველოს შს სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия"-ს თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების პრეს-სამსახურის მონაცემებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ცემა“.
სამართალდამცავთათვის ცნობილია იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც დაარტყა სოფო ნიჟარაძეს, მაგრამ ის დაკავებული არ არის, რადგან მუხლი, რომლითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დაპატიმრებას არ ითვალისწინებს.