სტამბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები

გამოწერა

სტამბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 36-მა სხეულის დაზიანება მიიღო. გარდაცვლილთა შორის შვიდი პოლიციელია.

ძლიერი აფეთქება სტამბულის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში ადგილობრივი დროით 08:40 საათზე მოხდა. აფეთქება სპეცდანიშნულების ძალების ავტობუსთან მოხდა, რის შემდეგაც გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა.

„აფეთქების შედეგად შვიდი პოლიციელი და ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა. 36-მა ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის გუბერნატორმა ვასიფ შაჰინმა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა დისტანციური მართვის თვითნაკეთი ყუმბარა. სავარაუდოდ, სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0