ბიძინა ივანიშვილი: რუსეთის ბაზრისთვის მთელი მსოფლიო თავს იკლავს

© FB / Бидзина Иванишвилиბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა ემბარგოს შემდეგ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნებულიყო, განაცხადა ივანიშვილმა.

თბილისი, 7 ივნისი  – Sputnik. რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანისა და რეალიზაციისკენ მთელი მსოფლიო ისწრაფვის, განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: რუსეთთან მიმართებით დრო და მოთმინებაა საჭირო

2013 წელს სავაჭრო ემბარგოს მოხსნის შემდეგ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა. რუსეთთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილის თვეში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 17%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან მთლიანი საგარეო ვაჭრობის 7,8% შეადგინა.

„რუსეთის ბაზრისთვის მთელი მსოფლიო თავს იკლავს. მთელი ევროპა თავს იკლავს, რომ რუსეთის ბაზარზე პოზიცია დაიკავოს, და ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა, არ გვინდა. რუსული ღია ბაზრები, მისი შენარჩუნება — ამას, ჩემი აზრით, ცენტრალური ხელისუფლება ახერხებს“, — განაცხადა ივანიშვილმა. 

საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა და დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0