გარდაიცვალა მსახიობი ალექსეი ჟარკოვი

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიალექსეი ჟარკოვი
ალექსეი ჟარკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა რუსეთის სახალხო არტისტი ალექსეი ჟარკოვი.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. მსახიობი 5 ივნისს 69 წლის  ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირი. 

„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა რუსეთის სახალხო არტისტი, მეგობრობის ორდენის კავალერი ალექსეი ჟარკოვი“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

ალექსეი ჟარკოვი მოსკოვში 1948 წლის 27 მარტს დაიბადა, დაამთავრა „მხატ“-ის სკოლა სტუდია. 

მსახიობის შემოქმედებით ბიოგრაფიაში 130-ზე მეტი როლია კინოში, მათ შორის ვორონოვი — „ღამის შემთხვევაში“, გამომძიებელი რიაბინი — „კრიმინალურ ტალანტში“, ჩიბისი — ფილმში „არ გააღვიძოთ მძინარე ძაღლი“. 

რამდენიმე წლის წინ მსახიობმა გადაიტანა ინსულტი, რის შემდეგაც იძულებული გახდა სცენა დაეტოვებინა. ბოლო წლებში აგარაკზე ცხოვრობდა. მიმდინარე წლის მარტში მას მეორე შეტევა დაემართა, რის შემდეგაც მსახიობი ვეღარ გამომჯობინდა. 


ყველა ახალი ამბავი
0