მარგველაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე იმსჯელებს

© REUTERS / Francois Lenoirევროკომისიის დროშა
ევროკომისიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის განხილვა მომავალი კვირისთვის გადად.

ივნისი, 6 ივნისი– Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს.

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის ამოქმედებას ზაფხულის პერიოდში ელოდა, მაგრამ ევროკავშირმა საკითხის განხილვა მომავალი კვირისთვის გადადო.

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირმა გადადო

"საქართველოს შესრულებული აქვს ყველა ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით. განიხილება აღნიშნული საკითხი და ძალიან ახლოს ვართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან. გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ის ფონი და გარემო, რომელიც არსებობს ევროკავშირში — საკუთარი შიდაპრობლემებით, მათ შორის, იგივე დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით", — ნათქვამია საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებაში.

პრეზიდენტი 6 ივნისს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს, ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალ — დემოკრატების ალიანსის ლიდერებს შეხვდება.

სტრასბურგში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ნატოს ხელმძღვანელობას შეხვდება. აღნიშნული შეხვედრები ვარშავის სამიტამდე გამართული ბოლო შეხვედრა იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0