თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი — ასეთი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში.
7 ივნისი
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმრავლეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს 10-15 მ/წმ–ის ქარი, რომელიც ელჭექისას 17-22 მ/წმ–მდე გაძლიერდება.
• დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია: ღამით 12-17° სითბო, დღისით — 20-25° ნულს ზემოთ.
მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა ღამით 5-10°–მდე გათბება დღისით კი 13-18°–ს გაუტოლდება.
• აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16° სითბო, დღისით კი 22-27°.
მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება 4-9°, ხოლო დღისით —13-18° სითბო.
თბილისში: ხანმოკლე წვიმა და 10–15 მ/წმ–ის სიმძლავრის ქარი, რომელიც დროდადრო 17-22მ/წმ–მდე გაძლიერდება.
ღამით ჰაერი +15°–მდე გათბება, ხოლო დღისით — +25°–მდე.
8 ივნისი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, იქროლებს 10-15 მ/წმ–ის ქარი.
• დაბლობში ღამით იქნება 12-17° სითბო, დღისით — 19-24°.
• მაღალ მთაში ღამით 4-9, დღისით კი 12-17° ნულს ზემოთ.
აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მოსალოდნელია სეტყვა. ქარი დროდადრო 17-22მ/წმ–მდე გაძლიერდება.
• დაბლობში ღამით 11–16° სითბო იქნება, დღისით კი ჰაერი 21-26°–მდე გათბება.
• მაღალ მთაში ღამით +3-8°, დღისით +12-17°.
თბილისში: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 14° სითბო, დღისით — 25°.
9 ივნისი
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმრავლეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს 10-15 მ/წმ–ის ქარი.
დასავლეთ საქართველოში:
• დაბლობში ღამით მოსალოდნელია 11-16° სითბო, დღისით — 17-22°.
• მაღალ მთაში ჰაერი ღამით 2–7°–მდე გათბება, დღისით ნულს ზემოთ კი 10-15°–ს მიაღწევს.
აღმოსავლეთ საქართველოში:
• დაბლობში ღამით 10–15° სითბო, დღისით — 18-23° ნულს ზემოთ.
• მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 3-8°, დღისით კი 9-14° სითბო.
თბილისში ხანმოკლედ იწვიმებს, ელჭექით. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 13°, დღისით კი — 22° სითბო.