თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 7 ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში დაგეგმილი გეგმიური სამუშაოების გამო, ელექრტოენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელ ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის, გარდაბნის, წმინდა ბარბარეს და სადგურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, სოფელ გლდანის, ავშნის, მამკოდის, ლაგურაშვილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ახალციხელის, მეფე მირიანის, თავდადებულის, ინტენსიფიკაციის, გამრეკელის, ძოწენიძის, პეკინის, კოსტავას, ბახტრიონის, ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და კამანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.