საფრანგეთში ბელგიის პრინცესა გაძარცვეს

© photo: Sputnik / Michael Mokrushin / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძარცველებმა მანქანის შუშა გატეხეს და პრინცესას ხელჩანთა გაიტაცეს, რომელშიც დოკუმენტები და ნაღდი ფული იდო.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ბელგიის პრინცესა ასტრიდი, ბელგიის მეფის ღვიძლი და, საფრანგეთში მძარცველთა მსხვერპლი გახდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Figaro-ზე დაყრდნობით. 

ინციდენტი А86 ტრასაზე მოხდა პარიზის გარეუბანში, თუმცა მედიისათვის ინციდენტის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გახადა ცნობილი. 

მძარცველებმა ჩაამტვრიეს იმ ავტომანქანის შუშები, რომელშიც პრინცესა მგზავრობდა,  ავტოტრასაზე გავლის ღირებულების გადასახდელ ტერმინალთან ახლოს. თავდამსხმელებმა გაიტაცეს ხელჩანთა, რომელშიც ეწყო დოკუმენტები და 2000 ევრომდე ნაღდი ფული.  

ყაჩაღობის შემთხვევას სენ-სენ-დენის პოლიცია იძიებს. 


ყველა ახალი ამბავი
0