საქართველოს თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ჩავიდა

© თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურითავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ ხიდაშელმა ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო იმ დავალებებს, რომელსაც ქართული ქვედანაყოფები ასრულებენ, მოისმინა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა და პირადად გაესაუბრა ჯარისკაცებს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ის ბაზები მოინახულა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

„შეხვედრები გვაქვს გენერლებთან იმისათვის, რომ RSM-ის მისიის შესახებ ვიმსჯელოთ. საქართველო ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი და მონაწილეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი თანამონაწილეობით მიიღება. ვარშავის სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, სწორედ, RSM-ის მისიაა და სამიტამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილზე, აქაურ გენერლებთან საუბრით შეგვეჯერებინა პოზიციები,“ — აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა

ავღანეთში ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყველა იმ სამხედრო ბაზას ესტუმრება, სადაც ქართული ბატალიონებია განთავსებული და RSM-ის მისიის ხელმძღვანელ გენერლებს შეხვდება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0