თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. თბილისში არსებული საზაფხულო ბავშვთა ბაღები, რომლებიც ივლისის თვეში გააგრძელებენ მუშაობას, 13,1 ათასზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს, ნათქვამია ბავშვთა ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.
მსურველთა რეგისტრაცია 15-29 ივნისის პერიოდში სააგენტოს ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
თბილისში არსებული 164 ბაღიდან 40 ბაღი ზაფხულში თავიანთ მომსახურებას სთავაზობს იმ ოჯახებს, რომელთაც სურვილი აქვთ მათი ბავშვები საზაფხულო ბაღებში მოხვდნენ.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით:
გლდანი: 35, 48, 153, 186, 205, პირველი ლოგოპედიური
დიდუბე: 15, 23, 92
ვაკე: 1, 27, 75, 142
ისანი: 17, 29, 26, 182, 215
კრწანისი: 51, 206
მთაწმინდა: 170, "ტაბახმელა"
ნაძალადევი: 9 25, 43, 60, 80
საბურთალო: 63, 171, 198, 212, "იმედი"
სამგორი: 12, 45, 72, 128, 163, 28
ჩუღურეთი: 34, 5.