ევროკავშირი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მოთხოვნებს ავრცელებს

© REUTERS / Francois Lenoirევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის მხრიდან წამოყენებულ მოთხოვნებშია ბიომეტრიული პასპორტები, სათანადო სასაზღვრო კონტროლი, ლტოლვილებისთვის საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოდა და ა.შ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik.  ევროპულმა საგარეო პოლიტიკურმა სამსახურმა ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ჩამოთვლილია „ მკაცრი პირობები“ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისკენ ისწაფვიან. 

ამ ქვეყნებმა უნდა გასცენ ევროკავშირის შესაბამისი ბიომეტრიული პასპორტები; განახორციელონ სათანადო სასაზღვრო კონტროლი, რათა არ დაუშვან არალეგალური მიგრაცია; ევროკავშირის სტანდარტების თანახმად, ლტოლვილებისთვის უზრუნველყონ საერთაშორისო დაცვა; კონტრაბანდასთან, ბავშვთა გატაცებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლობ ევროკავშირის სამართალდამცავ და სასამართლო სტრუქტურებთან; მიიღონ დეპორტირებული არალეგალი მიგრანტები. 

საქართველო ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელიც ვიზალიბერალიზაციისკენ ისწაფვის. ქვეყნის ხელისუფლება იმედს გამოთქვამდა, რომ ახალი წესები ზაფხულის პერიოდში ამოქმედდებოდა.

ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციებმა 2 ივნისს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადადეს. ევროპელი დიპლომატები აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირას დაუბრუნდებიან.

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.  

იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0