თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკი ნაყინის მოყვარულებს ზაფხულის ცხელი დღეების განუყოფელი „ატრიბუტის“ — ნაყინის ფესტივალზე ეპატიჟება.
ღონისძიება 10 ივლისს გაიმართება და მასში საქართველოს ბაზარზე არსებული ნაყინის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
„ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მთაწმინდის პარკი ძალზე გემრიელ და გრილ დღეს ამზადებს“, — ნათქვამია მთაწმინდის პარკის „ფეისბუქის“ გვერდზე.
ღონისძიების ორგანიზატორები სტუმრებს ბევრი სიურპრიზს ჰპირდება. ამ დღეს ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება უფასოდ დააგემოვნოს ნაყინის ნაირსახეობა.