მუჰამედ ალის ბრძნული გამონათქვამები

© photo: Sputnik / Владимир Вяткинმუჰამედ ალი
მუჰამედ ალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომისმოყვარეობა და გამბედაობა - აი, რაში მდგომარეობდა მუჰამედ ალის წარმატების საიდუმლო.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სუნთქვის პრობლემებთან დაკავშირებით ფინიქსის საავადმყოფოში მოთავსებული 74 წლის ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი  გარდაიცვალა.

1960 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მუჰამედ ალი არა მარტო სპორტში მიღწეული წარმატებებითაა ცნობილი, არამედ მისი გამონათქვამებითაც. Sputnik —ი რამდენიმე ბრძნულ გამონათქვამს გთავაზობთ.  

© REUTERSლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი - Sputnik საქართველო
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი

„შეუძლებელია“ — ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვაა, რომლის უკანაც პატარა ადამიანები იმალებიან, ვისთვისაც უფრო მარტივია იცხოვრონ შეჩვეულ სამყაროში, ვიდრე მოძებნონ საკუთარ თავში ძალა არსებულის შესაცლელად. „შეუძლებელია“ —ეს ფაქტი არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ აზრია. „შეუძლებელია“- ეს განაჩენი არ არის, ეს გამოწვევაა. „შეუძლებელია“ — ეს არის საკუთარი თავის შემოწმების შანსი. „შეუძლებელია“-ეს არ არის სამუდამო".

„მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო".

„ბოქსი — როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი“. 

© REUTERSლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი - Sputnik საქართველო
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი

 „ის, ვისაც არ აქვს გამბედაობა რისკზე, წავიდეს, ის ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს“.

„რთულია იყო მოკრძალებული მაშინ, როცა შენ ხარ უდიდესი, როგორც მე“.

„რამდენადაც მოკრძალებული ხარ, იმდენად მატყუარაა შენს ირგვლივ არსებული სამყარო“. 

© REUTERSლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი - Sputnik საქართველო
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი

 „თუ თქვენ საკუთარ თავს ძლიერად თვლით, მაშინ მითხარით, რა სიმაღლის ხართ, რომ მე ვიცოდე რამდენად უნდა გავდგე განზე, როდესაც თქვენ დაცემას დაიწყებთ“.

„მე ვიცი სად მივდივარ, მე ვიცი სიმართლე, მაგრამ არ ვარ ვალდებული ვიყო ის, თქვენ ვინც გსურთ. მე ვიქნები ის, ვინც მე მსურს ვიყო“.

„და თუ მაინც გესიზმრება რომ მე რინგზე გამომიწვევ და დამამარცხებ, შენთვის უმჯობესია გაიღვიძო და ბოდიში მოიხადო“.


ყველა ახალი ამბავი
0