ოპერის თეატრის ქაოსის კვალდაკვალ

სპექტაკლი "სამოსელი პირველი"
სპექტაკლი სამოსელი პირველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერ კიდევ პრემიერამდე, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების „სამოსელი პირველის“ ოპერის თეატრში განხორციელების იდეამ, პრესის ყურადღება მიიპყრო.

ერთ დროს უცხოეთში მოღვაწე, ზაზა მარჯანიშვილის მუსიკალურ ნაწარმოებს და საზღვარგარეთ მოღვაწე, არაერთი სპორტული ჩემპიონატის სადღესასწაულო შეხვედრების ორგანიზატორის, მსახიობ ლაშა ონიანის შემოქმედებას, ოპერის მოყვარული საზოგადოება ინტერესით ელოდა. მუსიკის, ქორეოგრაფიის, ვოკალის, ბალეტის, დრამატული თეატრის ელემენტების შერწყმას გვიპირდებოდნენ, მაგრამ პრემიერაზე, პირველი მოქმედების შემდეგ უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქაოსი, სადაც სცენური კანონები ვერ გაიხარებდა. ერთი ხანი ვფიქრობდი, რომ ეს იყო ექსპერიმენტი მუსიკისა და რეჟისურის შერწყმის სფეროში, ვეძებდი კვლევის არსს და ვერ ვიპოვე…

- ბატონო დავით, რამდენად რთული იყო ზაზა მარჯანიშვილის ნაწარმოებზე მუშაობა, ეს ხომ არ არის ჩვეული კლასიკური ნაწარმოები, მე მგონია, რომ ექსპერიმენტი ჩაატარეთ…

— მართლაც ექსპერიმენტი ჩავატარეთ. ბევრი მუსიკოსი მიჩვეული არ იყო, მაგრამ მუშაობის პროცესში, როცა ბენდიც შემოგვიერთდა, ამ ნაწარმოებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მუსიკალურად მალე გავმართეთ, მაგრამ ორკესტრის, ბენდის, ბალეტის, გუნდის, სოლისტების და მსახიობების ერთად შერწყმას, დრო უნდოდა და დროის სიმცირე სირთულეს წარმოადგენდა. 

© FB/Tbilisi State Operaთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" დაიდგა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დოჩანაშვილის სამოსელი პირველი დაიდგა - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" დაიდგა

- ბატონო დავით, თქვენ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანდებით, მაგრამ როგორ შეხედავდით ამ მოვლენას, როგორც მუსიკის მოყვარული მაყურებელი თუ ჯერ არ გაგიცნობიერებიათ?

— ამ მოვლენას შევხედავდი, როგორც სიახლეს, როგორც ლამაზ მუსიკას, რომელიც პოპულარული მუსიკის ჟანრშია შექმნილი. მრავალფეროვანია და ალბათ გათვლილია იმ მსმენელზე, რომელიც ოპერაში ყოველთვის არ დადის. როცა ცოცხალი კლასიკოსის ნაწარმოებს ეხები, ვგულისხმობ გურამ დოჩანაშვილს, ეს ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა და მე მგონი,  ოპერისა და ბალეტის თეატრმა თავი გაართვა.

ზაზა მარჯანიშვილი: პრემიერა დამთავრდა და ვაანალიზებ: ასეთი შემოქმედებით, ასეთი წიგნით და წიგნებით, კაცი რომ სიკეთეს გაგიკეთებს, გინდა რომ მადლობა გადაუხადო და რამდენად მადლიანი ჩემი მადლობა, ამაზე ვფიქრობ.

- ეს მასშტაბურად განხორციელებული პირველი პროექტია? 

— საქართველოში კი,  უცხოეთში მქონდა რაღაცეები, მაგრამ იმ ცეცხლით ვერ ვიწვოდი, რითიც აქ დავიწვი, იმიტომ რომ ჩემია. 

© FB/Tbilisi State Operaთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" დაიდგა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დოჩანაშვილის სამოსელი პირველი დაიდგა - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" დაიდგა

- ეს მუსიკა როდის დაწერეთ?

— რამდენიმე კომპოზიცია 22 წლის წინ დავწერე და მერე მივაყარე.

ქეთი დოლიძე: ეს სპექტაკლი ექსპერიმენტია. ვიცი რომ დრამატული თეატრის არტისტებს ცოტა დრო ჰქონდათ, მაგრამ აი, უკვე მესამე სპექტაკლი ითამაშეს და დღეს იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. არაჩვეულებრივი მუსიკაა, შესანიშნავია გუნდი, ორკესტრი, დირიჟორი და ბალეტის, დრამატული მსახიობების სინთეზი. ოდესმე ხომ უნდა მოვკიდოთ ხელი ასეთ რაღაცეებს. ლიტერატურული ტექსტი მოსარგებად რთულია, მაგრამ მას მოუხდა მუსიკა, სიმღერა, ბალეტი… დახვეწას სჭირდებოდა, ალბათ კიდევ ერთი კვირა, მაგრამ ეს არის დიდი ნაბიჯი — ზაზას, დირიჟორის, ბალეტის მსახიობების და მუსიკოსების მხრიდან.

რეზო ჩხიკვიშვილი: ამ მასალას სცენაზე თუ ვინმე მოერეოდა, ვერ წარმომედგინა. ეს ნაწარმოები ჩემთვის სულიერი ღირებულებით დატვირთული, ძალიან ამაღლებული და ფაქიზი რამ არის. ოპერის თეატრი შთამბეჭდავია… ბალეტი, მუსიკოსები, ასეთი რამ ცხოვრებაში ჯერ არ შემხვედრია  და რა თქმა უნდა საინტერესოა. ეს სპექტაკლი არის გამოწვევა.  

© FB/Tbilisi State Operaსცენა სპექტაკლიდან "სამოსელი პორველი"
სცენა სპექტაკლიდან სამოსელი პორველი - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "სამოსელი პორველი"

მართალი გითხრათ, ჩემი გერმანული რთული გრაფიკის გამო, ბევრი დრო არ მქონდა და ვინაიდან პატარა როლს ვასრულებდი, მაინც დავთანხმდი, მჯეროდა, სამ დღეში მოვერეოდი. როგორი გამოვიდა სპექტაკლი — ეს უკვე მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. მე რაღაც-რაღაცეები ბოლომდე არ მაკმაყოფილებს, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ გერმანულ დისციპლინას, სადაც ყველაფერი გათვლილია, სადაც ყველამ იცის თავისი საქმე. აქ რაღაც-რაღაცეებმა ხელი შეგვიშალეს — დეკორაციამ მოსვლა ვერ მოასწრო, სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ მთლიანობაში მაინც ბედნიერი ვარ. ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ დამაკმაყოფილებლად ვარ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. ეს ყველაფერი რთული აღსაქმელია, მაქსიმალისტი ვარ და ყველაფრის ბოლომდე გაკეთება მიყვარს. და აბა როგორ უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი, როცა ერთი თუ ორი რეპეტიცია მქონდა, ვარაუდით გავედი სცენაზე და ყველაფერი ჩემ გამოცდილებას მივანდე. ამასთან, ჩავფრინდი ერთი დღით გერმანიაში, ვითამაშე სპექტაკლი, გადმოვფრინდი და შემოვედი პრემიერაზე. ძალიან ვწვალობ, მაგრამ იმდენად მონატრებული ვარ ჩემ მშობლიურ ენას და მშობლიურ სცენას, რომ ყველაფერი გადავდე. ეს სასიამოვნო სტრესი, ჩემზე სასიამოვნოდ მოქმედებს, კარგად გამახსენდება.

მსახიობი გოგი ოსეფაშვილი: ჩვენ ვმუშაობდით, ბევრი „პრაგონი“ გვინდოდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო… აქ ლაშა ონიანის რეჟისურაა და მე, როგორც მსახიობი ვმონაწილეობდი სპექტაკლში, ტექსტიც მქონდა. სახის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ბატონ გურამ დოჩანაშვილთან გვქონდა კონსულტაციები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სამუშაო — დროის სიმცირის გამო, მოვახერხებდი თუ არა სახის შექმნას? ეს იყო საინტერესო, მე მგონი მსახიობებმა შესანიშნავად მოახერხეს.  

© FB/Tbilisi State Operaსცენა სპექტაკლიდან "სამოსელი პირველი"
სცენა სპექტაკლიდან სამოსელი პირველი - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "სამოსელი პირველი"

მსახიობი თორნიკე ბზიავა: „სამოსელი პირველი“, ხალხის საყვარელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა. 

ჩემი დომენიკო მართლაც მნიშვნელოვანი გმირია, იმიტომ რომ ის თითქოს   სიკეთის, მიტევების სიმბოლოა. მას დედამიწაზე გარკვეული მისია აქვს და იმის გამო, რომ საზოგადოება ისტორიის რაღაც მონაკვეთში მძიმდება შუღლით, აგრესიით, უარყოფითი ენერგიით, ჩემმა პერსონაჟმა თითქოს რაღაცა უნდა შეცვალოს. ეს ალბათ  ეკლექტიკური წარმოდგენაა, სადაც ქორეოგრაფია, მუსიკა და დრამის ელემენტები ერთმანეთს უნდა შეერწყას — ექსპერიმენტია. ყველა არტისტი საოცარი თავდადებით მუშაობდა. მე მინდა დავაფიქსირო, რომ ასეთ პროექტებს  გაცილებით დიდი დრო უნდა და სხვანაირი ორგანიზება.

- და რას დავაბრალოთ?

— გათვლა ვერ მოხერხდა და ითვლება, რომ გათვლას პროდიუსერები აკეთებენ. 

მსახიობი ნანა შონია: ამ სპექტაკლში მონაწილეობა, ჩემთვის დიდი გამოცდილება და ბედნიერება იყო. ოცნების ახდენას ჰგავდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მინდოდა ბალერინობა და მე ოპერის სცენაზე ვიცეკვე. მართალია ცეკვა,  ვერ მოვასწარი, ვინაიდან სპექტაკლის დაწყების წინ, ზუსტად ათი წუთი ადრე, ლალი კანდელაკმა ამიხსნა, მაჩვენა რა უნდა გამეკეთებინა და მე რაც შემეძლო დავიმახსოვრე, იმპროვიზაციულად მივუმატე და ჩავთვალე, რომ მე ვიცეკვე ოპერის სცენაზე. ექსპერიმენტებში მონაწილეობა რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ძალიან მომწონს ზაზა მარჯანიშვილის მუსიკა.  

© FB/Tbilisi State Operaსცენა სპექტაკლიდან "სამოსელი პირველი"
სცენა სპექტაკლიდან სამოსელი პირველი - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "სამოსელი პირველი"

მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია: სხვადასხვა თეატრის მსახიობები ერთად ვმუშაობდით…

- და რა ხდებოდა კულისებში?

— სასწაულები, იმიტომ რომ იყო ბევრი „ჩეპე“. ერთი კვირის მაგივრად, სცენაზე ორი დღე ვიყავით. ხომ ნახეთ რამხელა დეკორაცია იყო? მის დაშლას ალბათ  ორი დღე უნდა, აწყობას რამდენი დღე დასჭირდებოდა, წარმოიდგინეთ! ამიტომ იყო უზომო გადარბენები. თუმცა, ამ პროცესს თავისი დინამიკა აქვს, თავისი ადრენალინი — როცა ყველა ამბობს: „გილოცავ!“, „გილოცავ!“, „გილოცავ!“ და მერე რომ შეხვალ ოთახში, დაჯდები და ხვდები, რომ დამთავრდა და ორგანიზმში რაღაცეები თუ ვიღაცეები დარბიან. რაღაც სიგიჟე ხდება, მაგარია, ამიტომ მიყვარს ეს პროფესია!

სპექტაკლის შემდეგ, ამ ახალ ექსპერიმენტზე ვფიქრობდი: თუ ავიღებთ გოგირდმჟავას და მას დავუმატებთ სურნელოვანი ყვავილების წვენს, დაკარგავს თუ არა მჟავა თავის თვისებებს? „სამოსელი პირველის“ ხელმძღვანელი შემოქმედებითი ჯგუფი, სპექტაკლისმიმდინარეობის დროს მიმტკიცებდა, რომ იმ შემთხვევაში დაკარგავდა, თუკი წარმოდგენას აღვიქვამდი ერთხელ საჩვენებელ ღონისძიება-შოუდ, სადაც გამოცდილი მსახიობები მთელ სირთულეს თავის თავზე აიღებდნენ. თავდაუზოგავად მუშაობდა ყველა არტისტი, მაგრამ ვინაიდან არ იყო დამუშავებული ტექსტის სცენური ვერსია, არ იყო ჩამოყალიბებული სპექტაკლის სათქმელი, ჟანრი და თეატრის ხელმძღვანელობას რეჟისორის პროფესიაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ის თავისი  ფეხით ჩავარდა გოგირდმჟავაში, რომელსაც არტისტები არ გაჰყვნენ და მართლაც გმირული ძალისხმევით, თავდადებით, სპექტაკლი ფინალამდე მიიყვანეს. 


ყველა ახალი ამბავი
0