ბაღში120- ზე მეტი ჯიშის ვარდის ბუჩქია თავმოყრილი. აქ შეხვდებით როგორც ტრადიციულ ქართულ ხვიარა და ძველ ინგლისურ ვარდებს, ასევე „ყვავილების დედოფლებს“ მსოფლიოს ისეთი ცნობილი სანერგეების კოლექციებიდან როგორებიცაა „დევიდ ოსტინი“, „კორდესი“, „ტანტაუ“, „მეიანი“, „ჰარკნისი“ და „დელბარდი“. შეიძლება ითქვას, რომ სამების ბაღს რეგიონში ვარდების ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია აქვს. ამასთან თბილისური ვარდები ყვავილობის განსაკუთრებული ხანგრძლივობით გამოირჩევიან — აპრილის დასაწყისიდან პირველ ყინვებამდე — დეკემბრამდეც კი.
აუცილებლად ეწვიეთ სამების როზარიუმს და დატკბით ამ ვარდების მშვენიერებით!