თბილისში პოეტ არსენ ერემიანს გაიხსენებენ

© Sputnik, Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოეტის დაბადებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ა. გრბოედოვის სახელობის მცირე დარბაზში გაიმართება.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის სცენაზე თბილისელი პოეტის, პროზაიკოსისა და ჟურნალისტ არსენ ერემიანის ხსოვნის საღამო 5 ივნისს  გაიმართება.

პოეტის დაბადებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ა. გრბოედოვის სახელობის მცირე დარბაზში, 19:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე, რომელშიც ერემიანის კოლეგები და მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას, დასწრება თავისუფალია.

სპეციალურად ამ დღისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო საერთაშორისო კავშირმა „რუსკი კლუბმა“ პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა, რომელზეც ერემიანის საუკეთესო მეგობრები — ემზარ კვიტაიშვილი, გივი შახნაზარი, მაისეი ბოროდი და სხვები  მუშაობდნენ.

არსენ ერემიანი —ფილოლოგი, პოეტი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი და რედაქტორი იყო. მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, მუშაობდა „Вечерний Тбилиси"-ის, "Заря Востока"-ს, "Свободная Грузия"-სა და "Грузия-спектр"-ში. ერემიანს 2014 წლამდე  ჟურნალ „რუსკი კლუბის“ რედაქტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

არსენ ერემიანი 2014 წლის აგვისტოს თვეში გარდაიცვალა.


ყველა ახალი ამბავი
0