თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ყაზბეგის მყინვარიდან ტურისტი–ალპინისტი მოწყდა და 25 მეტრის სიმაღლიდან ნაპრალში ჩავარდნის შედეგად, სასიკვდილოდ დაშავდა.
„მთამსვლელებმა იპოვეს და დაგვიკავშირდნენ. მაშველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ და ცხედარი ნაპრალიდან ამოიღეს. როგორც ყველაფრიდან ჩანს, დაცემით მიღებული ტრავმების შედეგადაა გარდაცვლილი ადგილზევე. ცხედარი ვერტმფრენით გადმოვასვენეთ ჩვენს ბაზაზე თბილისში“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ "112"–ის თანამშრომლის სიტყვებს.
დაღუპული, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.